სამშაბათი, 05.21.2024, 5:01 PM

გავერთოთ ერთად!

კალენდარი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
«  დეკემბერი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
როგორია ჩვენი საიტი?
სულ პასუხი: 0
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

მთავარი » 2013 » დეკემბერი » 25 » ლექსები
6:25 PM
ლექსები
            გამარჯობათ                                            
                          ამ სიახლეში ნახავთ სასიყვარულო ლექსებს    
                  
                          ადამიანი , რომელიც გიცავს,
ადამიანი, რომელიც გნიღბავს
ადამიანი, რომელიც გხიბლავ 
და მალე ხვდები თუ როგორ გიყვარს.
ადამიანი, რომელიც გართობს
თავისი ერთი სიტყვითაც გართობს
გათიშავს ვინმეს ოღონდ არ გავნოს
დაგიცავს მუდამ, არასდროს დაგთმობს
ადამიანი, რომელიც გითმენს
ითმენს შენს რისკებს
და მაინც გისმენს
გაძლევს ბევრ რჩევას და მაინც რჩება
შენს გვერდით დგება და იკრიჭება.....



                                                 
                                        ნეტა გაწვიმდეს,გავაყოლებდი ნიაღვარს ფიქრებს
ცუდ მოგონებებს გავატანდი მოვარდნილ ღვარცოფს.
ქარს გავატანდი ამ გრძნობებსაც,მომეშვას იქნებ,
იქნებ გავთბე და აღარ ვიგრძნო სულში რომ მათოვს.
-მერე? -მერე კი თუნდაც გამოიდაროს,
ოღონდაც წვიმამ დარდი მომპაროს
ოღონდ კი ვიგრძნო მე გულში შვება
მერე კი იქნეს ის, რაც იქნება.
ან იქნებ მერე სულ აღარ იყოს
იქნებ ეს იყოს ცხოვრების ბოლო.
ოღონდაც დარდი წვიმამ წაიგოს
გულზე მომეშვას ცოტათი მხოლოდ.
არას დავეძებ,ჩემს სიცოცხლესაც გაჩუქებ უხმოდ
გაგეცალები,სანამ შენს გვერდით თავს ვიგრძნობ უცხოდ.
შენ დაგიტოვებ ყველა ჩემს გრძნობას,სხვებს გაუყავი
მე ჯანდაბამდე გზა მქონია,შენ კი იყავი...
ნეტა გაწვიმდეს,გადაუღებლად და მეც თანდათან 
გულში დაგროვილ წყენას და ტკივილს,წვიმას გავატან...





                                        
შემოდგომის წვიმა, ქარში არეულია,
ხეს ფოთლები გასცვივდა, ეს ცაც დაბნეულია,
წამში დროც კი გაჩრდა, ეს დროც დაკარგულია,
წვიმას ქარი ათბობს და ეს ხომ სასწაულია.
ვხედავ ცაში ნაოსნობ,
ეს ზღვის მონაქროლია,
მარტის ხმაზე ფიქრებით
შავ ზღვას მოუსროლია.
ჩემო კარგო ქვეყანავ,
რაზედ მოგიწყენია ?
მერიქიფე წყალს ასხავს,
უკვე თეთრიც ბნელია.
სადღაც ძინავთ ქიმერებს
და ფიქრობენ პასუხზე,
ახლა ამას რომ აქ ვწერ
ალბათ ვაგდებ ნამუსზე.
ძველი თბილისის შუქს და
პასუხს გაცემულს კითხვაზე,
ისევ იმედით ვიხსენებ
დროდადრო ვფიქრობ ამაზე.
მერე ვიხსენებ წარსულს,
დროში დაკარგულ წლებს,
მერე იმაზეც ვფიქრობ
რა გავაკეთო დღეს.
დროში დაჩეხილ ფიქრებად,
სადღაც მომაკვდავ გედს,
მე ისევ ვანუგეშებ,
და ამით ვჩარხავ ბედს.
ლამაზ ქალს - გულის ნადებს,
მზის ქალწულს - ლამაზ მთვარეს,
კვლავაც გავუშლი ფრთებს,
ისევ დავვარცხნი თმებს.
მე რომ მხატვარი ვიყო,
დროს არ დავუთმობ წლებს,
დავხატავ ისეთ სურათს
მთვარე რომ კოცნის მზეს.






                                                                                       



            
ნანახია: 1180 | დაამატა: Foreversmiler | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: